მედიამ უცხოელ დიპლომატს ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრაზეც ჰკითხა, თუმცა შჰერცელმა განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ფაქტობრივ გარემოებებს არ ვიცნობ. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა, იმ პირობებში, როდესაც საქართველომ ახალ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება. პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს, რომ არის შესაძლებლობა ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის. ზოგადად, მნიშვნელოვანია, როგორ ჩაეწერება ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა პოლიტიკურ დისკურსში. პოლიტიკური დისკურსის გამრავალფეროვნება პოზიტიურია ქვეყნის განვითარებისთვის", -აცხადებს კარლ ჰერცელი.
ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო. ხაზარაძე ამბობს, რომ შეხვედრის მთავარი თემა იყო ის დავა, რომელიც ბანკის წინააღმდეგ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა წამოიწყო. როგორც ხაზარაძე ამბობს, არსებობდა გარკვეული სქემა, რომლითაც ჩხარტიშვილი, კონკრეტული მოსამართლის ხელშეწყობით თანხებს იღებდა.
მასალის გამოყენების პირობები






