სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ისაუბრეს.
„ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოს მომავალს ნატო-ში. საუბარი გვქონდა გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშეა. საუბარი გვქონდა, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხოს ჩვენი წინსვლა ნატო-სკენ. ნატო ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები მათ შორის, რაც საქართველოში მიმდინარეობს. დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატო-ში. ასევე საუბარი გვქონდა განცხადებებზე, რომელიც კეთდება უკანასკნელ დღეებში, რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ვისაუბრეთ გამოწვევაზე, რასაც რუსული პროპაგანდა ამ თვალსაზრისით წარმოადგენს. თუმცა ძალიან ხშირად რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ნატო-სთან დაკავშირებით, ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იმეორებენ" - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






