პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანდეს ნატო-ში.
"ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღია არის. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს ნატო-ს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია უკვე ნატო-ს სტანდარტებთან. რაც შეეხება გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ასეთი გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადების განხილვა უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი პარტნიორების და ნატო-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ განხილვა მოხდეს გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქმე რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნა ცალსახად ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის გაწევრიანება" - აღნიშნა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები






