ეკონომიკის მინისტრმა პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა
პოლიტიკა - 16:25, 12 Sep, 2019     622

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines - ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა დეტალური პრეზენტაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისები კომერციულად აუცილებლად იქნება მომგებიანი, რადგან საქართველო რეგიონის ლოგისტიკური ჰაბია და მისი ეს ფუნქცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ჩვენი რეგიონი და განსაკუთრებით, საქართველო სთავაზობს მათ პირდაპირი ფრენების დაწყების შემთხვევაში. ახლა გადავდივართ საკითხის შესწავლის ტექნიკურ ეტაპზე, როდესაც ამერიკული მხარე ჩატარებს კვლევას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდა.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები ამერიკის მედიასივრცეში, რომელიც, მათი შეფასებით, იძლევა ძალიან დადებით შედეგს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობების შედეგიანობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ამერიკული ავიაკომპანიის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. „მნიშვნელოვანია, საქართველოს ცნობადობა იყოს მაღალი, რათა ორ ქვეყანას შორის ფრენების დასაწყებად საკმარისი მგზავრთნაკადი არსებობდეს," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობა შეეძლებათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც, საიდანაც აშშ-ში რეისები არ ხორციელდება. შედეგად, ტრანზიტულ ქვეყნად საქართველოს გამოიყენებენ," - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს დელეგაციას Delta AirLines-იში ექნება, სადაც ნათია თურნავა ორმხრივი ავიაფრენების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ - ში საქართველოს საელჩომაც მიიღო მონაწილეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42