ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:22, 12 Sep, 2019     1361

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მიზანსი შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში მხარდაჭერა, ინფორმაციის მიწოდება და საკონსულტაციო სერვისის შეთავაზება იყო.

სწორედ ამ მიზნით, ალდაგმა პარტნიორობა დაიწყო საკონსულტაციო კომპანია “უსაფრთხო გარემოსთან” (www.seg.ge) და კლიენტ ორგანიზაციებს 1 ნოემბრამდე სთავაზობს შრომის უსაფრთხოების შესახებ უფასო ექსპერტულ კონსულტაციას და 20%-იან ფასდაკლებას სრულ მომსახურებაზე.

„უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები დაეხმარებიან ალდაგის კლიენტ კომპანიებს, შეაფასონ კომპანიის შრომის უსაფრთხოების რისკები, მოამზადონ სამოქმედო გეგმა, გადაამზადონ თანამშრომლები და განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების ნორმების სრულფასოვნად დასაკმაყოფილებლად. შეთავაზება ეხება ალდაგის ყველა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ამჟამად სარგებლობს ალდაგის ნებისმიერი კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტით. ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც მომავალში დაეზღვევიან ალდაგში.

„უსაფრთხო გარემო“ (Safe Environment) არის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ და რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, სწორად და ეფექტურად დანერგონ კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები.

„კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის ყველა სახის შრომით საქმიანობას შეეხო. კანონი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების სისტემას აყალიბებს. კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი, ინდუსტრიის სპეციფიკურ რისკებზე დაყრდნობით, კომპანიებმა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების დახმარებით უნდა შეადგინონ და შემდეგ მუდმივად აწარმოონ მონიტორინგი. სწორედ ამ მომსახურებას უზრუნველყოფს „უსაფრთხო გარემო“.

"ალდაგის მიერ შეთავაზებული მომსახურება კომპანიებს ამ ცვლილებების სწორად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დაეხმარება. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით ალდაგი მუშაობას აგრძელებს და მომდევნო ინიციატივებს საზოგადოებას მომავალში გააცნობს,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42