პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
პოლიტიკა - 13:36, 12 Sep, 2019     698

„საქართველოს პარლამენტში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას და მათთან გასაუბრებას. პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს უშუალოდ იყოს ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში და დააკვირდეს მას", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების" გუნდის ინიციატივით, 2019 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც გაითვალისწინა უზენაეს სასამართლოში ასარჩევ კანდიდატებთან პროცესის უპრეცედენტოდ ღიად, გამჭვირვალედ და ხანგრძლივად წარმართვა.

„ამ კანონის მიღებამდე, საზოგადოებამ არ იცოდა თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირის ნომინირება და ასევე არ წარიმართებოდა საჯარო გასაუბრება. ეს ყველაფერი ჩვენ შევცვალეთ და დღეს, ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი კანდიდატებთან გასაუბრებას როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უკვე გადმოეგზავნა 20 მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია თანდართულ მასალებთან ერთად და პროცესის მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართვისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუშინ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

„მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის, სამუშაო ჯგუფში ჩართულობა შევთავაზეთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყველა ფრაქციას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ფრაქციას თითო წევრის წარმოდგენის შესაძლებლობით. დამოუკიდებელ დეპუტატებსაც შევთავაზეთ წარმოედგინათ ერთი წევრი. სამუშაო ჯგუფში ჩართულობა, ასევე, შევთავაზეთ სამოქალაქო აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და გეტყვით, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართული იქნებიან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, ბატონი ჯონი ხეცურიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ქალბატონი თამარ ზარანდია. ამ ჯგუფში ჩართულობა შევთავაზეთ პროფესიულ გაერთიანებებსაც - ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში, თუმცა, ჩვენი შეთავაზება - აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენების დროს, ძალაშია და ისინი მიიღებენ მონაწილეობას უშუალოდ კომიტეტში მოსმენების დროს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფს აქვს გონივრული ვადა იმისთვის, რომ დაადგინოს შესაბამისობის საკითხი და ეს არის 10 დღე, ამის შემდეგ კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, 23 სექტემბერს, დაიწყება გასაუბრება თითოეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად.

„ჩვენი ამოცანაა ამ პროცესის შედეგად ავირჩიოთ ისეთი კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც შეესაბამებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მაღალ სტატუსს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ უკვე გაეგზავნე კომიტეტის ყველა წევრს და ეს ინფორმაცია დღესვე გასაჯაროვდება პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.

„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ ეს ისტორიული პროცესი, რომელსაც ყველა თქვენგანი პირდაპირ ეთერში მიადევნებს თვალყურს და საზოგადოება მას მონიტორინგს გაუწევს", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42