"ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომაც დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში აშშ-ს ელჩად, რომ არ ჩამოსულიყო"- დენიელ ფრიდი
პოლიტიკა - 12:34, 12 Sep, 2019     1325

“ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში აშშ-ს ელჩად რომ ჩამოსულიყო - ეს იყო შეცდომა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდმა განაცხადა.

ფრიდმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ი არც “პროსააკაშვილურია“ და არც “პროივანიშვილური“ - ის საქართველოს მხარეს დგას.

„მადარდებს საქართველოს პოლიტიკის პოლარიზება, განსაკუთრებით რაც 20 ივნისის შემდეგ ხდება. მახსოვს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს აქ მთავრობა ხანდახან არასწორად და ხანდახან ავტორიტარულადაც კი იქცეოდა. ასე იყო 2007 წელს. მახსენდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო საკმარისად ყურადღებიანი საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების მიმართ.

სააკაშვილმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთა. რაშიც ის, ჩემი აზრით წარმატებული იყო, ეს იყო მდგრადი ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური წნეხის წინააღმდეგ. ეს არ არის მარტივი არც ერთი ადამიანისთვის და არც ერთი ქვეყნისთვის. ჩვენთვის, ამერიკელებისთვის ეს ხანდახან რთულია. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს აუცილებელია.

ამერიკას უნდა დაინახოს ძლიერი საქართველო. მაგრამ, მე მინდა ფრთხილი ვიყო იმაში, თუ რას ვგულისხმობ სიტყვაში ძლიერი. სახელმწიფო ძლიერი ლიდერით არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები.

ძლიერი ინსტიტუტების გარეშე სახელმწიფო არის მხოლოდ ლიდერის ნების გამომხატველი, რაც ბევრმა ქართველმა იწვნია. თქვენ არ გჭირდებათ ამერიკელი მოგიყვეთ, თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელშიც ბელადს არა აქვს არანაირი შეზღუდვები.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს. ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში რომ აშშ-ს ელჩად ჩამოსულიყო. ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია.

სააკაშვილმა საქართველო რაღაც დონემდე მიიყვანა, მაგრამ ბოლომდე არა. კარგი იქნებოდა თუ ივანიშვილი მიიყვანდა ბოლომდე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. ამერიკელებმა ვცადეთ დაგვენახებინა, რომ ზუსტად ასეთ საქართველოს ვუჭერთ მხარს. ასეთი საქართველო შეძლებს გაუძლოს რუსეთის წნეხს, რუსულ კორუფციას, დეზინფორმაციასა და რუსულ სამხედრო ძალას. ეროვნული სიძლიერე ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოდის.

მე არ მინდა თქვენს გამოწვევებზე მხოლოდ საქართველოს დავაკისროთ მთელი პასუხისმგებლობა. ამერიკა უნდა დაეხმაროს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტურების მშენებლობაში და ქვეყნის შენებაში“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

მისივე თქმით, ახლა ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დემოკრატიულად ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები.

„არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. სწორედ ასეთი განცდა უნდა ჰქონდეს მოსახლეობას მას შემდეგ, რაც შედეგები გახდება ცნობილი. როდესაც საქართველო გააღრმავებს თავის რეფორმებს, იგი მიიღებს პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საკუთარი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად“, - აღნიშნა ფრიდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42