2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ მიმართ.
2019 წლის 10 ივლისს ახალგორის სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება და შეზღუდვა მოუხსნა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში. მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების ხელახლა დაწყება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი კიდევ უფრო დიდი ხნით იზოლაციისა და გაჩუმებისკენ მიმართული.
„დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით- მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლებიბს მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.
ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც.“- წერს მეარაყიშვილი ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






