როგორი იქნებოდა პროკურატურის რეაგირება, მედია დილიდან დაინტერესდა ამ საკითხით.
დღის პირველ ნახევარში "ნიუპოსტს" ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, არჩილ თადუმაძის უწყებაში განუცხადეს, რომ „კავკასიაში“ ნიკა მელიას სტუმრობის საკითხზე უწყება იმსჯელებს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება.
ჩვენი ინფორმაციით, უწყებაში მსჯელობა დღეს უნდა გამართულიყო. შესაბამისად ამ საკითხის გადამოწმება მთავარი პროკურატურის პრესცენტრთან გადავწყვიტეთ. "ნიუპოსტის" კითხვაზე გაიმართა თუ არა შეხვედრა ამ საკითხზე ნინო კოტორია გვპასუხობს:
„იგივე შემიძლია გითხრათ. არ ვიცი მაგდენი დეტალები, მე პასუხი შემიძლია ისევ იგივე გითხრა, რაც იცით. მეტი ვისთან უნდა გაგირკვიოთ, დღეს ვინც დამირეკა, ყველას იგივე პასუხი ვუთხარი. მე არ ვიცი, უნდა ყოფილიყო თუ არა ეს მსჯელობა, ჩვენ თვქვით, რომ ვიმსჯელებთ. როდის იქნება, ეგ მეც არ ვიცი. მე არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია
ცნობისთვის, ნიკა მელიამ „ფეისბუკზე“ წინასწარ გამოაქვეყნა ვიდეო და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ დავით აქუბარდიას ტოკშოუში მისვლას აპირებდა. ამის შესახებ, როგორც მელია ამბობს, ადვოკატმა პროკურორს აცნობა, თუმცა, მიუხედავად მელიას კანონიერი მოთხოვნისა, კატეგორიული უარი მიიღო.
ნიკა მელია თქმით, ის საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, მას სრული უფლება აქვს არ დაემორჩილოს ივანიშვილის დღის წესრიგს, მას აქვს უფლება მივიდეს ტელევიზიაში და დააფიქსიროს საკუთარი აზრი.
ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ მელიას ტვ.კავკასიაში მისვლით და გადაცემაში მონაწილეობით კანონი არ დაურღვევია.
მელიას ადვოკატი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ დეპუტატის პირდაპირი მოვალეობაა მიიღოს პოლიტიკურ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა და მათ შორის მივიდეს, ჩერთოს ტელევიზიებს პირდაპირ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






