თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სტაჟირება პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერისტეტში გაიარეს
განათლება - 15:00, 11 Sep, 2019     2189

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო სტაჟირების გასავლელად იმყოფებოდნენ პოლონეთში, პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტში. სტაჟირების მიმდინარეობისას სტუდენტები გაეცნენ პოლონეთის მიღწევებს სამედიცინო სფეროში, ტრენინგები გაიარეს პოზნანის წამყვან კლინიკებში. მათ საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ როგორც თეორიულ მასალას, ისე გასაუბრებოდნენ პაციენტებს ანამნეზის შეგროვების მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ პაციენტების დიაგნოსტირების და მკურნალობის პროცესში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორების: გრეგორ ბრებოვიჩის და ევა ნოვაკ-მარკვიჩის; ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის, რომან ჯანკოვსკის და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, მარეკ რუჩალას ხელმძღვანელობით.

პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა იაროსლავ ვოლკოვიაკმა, შეხვედრაზე მიიწვია ქართველი სტუდენტები, სადაც ისაუბრეს თანამედროვე მიდგომებზე მედიცინის სწავლების საქმეში, სწავლის ხარისხის კონტროლზე, ასევე, პოლონეთში არსებული ჯანდაცვის სისტემის შესახებ. პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა იაროსლავ ვოლკოვიაკმა აღნიშნა, რომ გაცვლითი პროგრამები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მომავალშიც გაგრძელდება და ეს თავის წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42