საქართველოში 7 თვეში დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა
პოლიტიკა - 13:33, 11 Sep, 2019     575

IDFI - ის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირდა 38 748 დანაშაული (იანვარი-ივლისი, 2019 წელი), რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა.

7 თვეში ცალკეული დანაშაულების ზრდის მიზეზად, შესაძლებელია განხილულ იქნას სამინისტროს მიერ დასახელებული ერთ-ერთი მიზეზი, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, პოლიციისადმი მიმართვიანობის მატებას უკავშირდება. თუმცა, წინა წლის ანალოგიური მეთოდოლოგიით სტატისტიკის აღრიცხვიანობის პირობებში, დანაშაულების მატება (მაგ. ქურდობა, ძარცვა, გაუპატიურება, ა.შ.) კრიმინოგენური მდგომარეობის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს.

ასევე, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლების ტენდენციაც.

"ერთი წლის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია, „ მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობა თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?“, სადაც მიმოხილული იყო 2018 წლის საწყისი 7 თვის სტატისტიკური მონაცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მინისტრ გიორგი გახარიას პირობებში, გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებდა რომ, რეგისტრირებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 17,2%-ით - შემცირებული. დანაშაულის სტატისტიკის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად, წინა წლებში ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოება დასახელდა. მსგავს ვარაუდს ამყარებდა წინა წლებში სამინისტროს მიერ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს. მაგალითად, IDFI-ს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული მონაცემები დაახლოებით 14 ათასი ერთეულით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და რადიკალურად განსხვავებულ სურათს ქმნიდა დანაშაულის ტენდენციების თვალსაზრისით.

თუმცა, თავად სამინისტროში, წინამორბედი მინისტრების პირობებში სტატისტიკის დამალვაზე ნაკლებად მიუთითებდნენ და დანაშაულის მკვეთრ მატებას ძირითადად გარკვეულ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს და პოლიციისადმი გაზრდილ მიმართვიანობას უკავშირებდნენ. კერძოდ, 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც 2018 წელს გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა შემდეგი ძირითადი ფაქტორებით ახსნა:

- 2018 წელს დანაშაულის გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა, რომლის თანახმად რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც;

- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობა და შესაბამისად, გაზრდილი მიმართვიანობა.

ამ მოცემულობით, თუ დავუშვებთ რომ 2018 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის სისტემა, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 წლის და 2018 წლების შესაბამისი პერიოდების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა 38 748 დანაშაული, რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2019 წელს ასევე, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები შემცირებას.

2018 და 2019 წლების განვლილ წლებთან შედარება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წინა წლებში დანაშაულის რეგისტრირებული მაჩვენებელი, რამდენად განპირობებული იყო მხოლოდ მეთოდოლოგიურად არაეფექტიან აღრიცხვასთან და არ იყო კავშირში სასურველი შედეგის მიღების მიზნით სტატისტიკის ფალსიფიკაციასთან. მაგალითად, 2019 წლის მხოლოდ 7 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა უკვე აღემატება 2014-2017 წლებში მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. ხოლო, შესაბამის პერიოდებთან (საწყისი 7 თვე) შედარებით 2019 წელს აღრიცხული მაჩვენებლები დაახლოებით გაორმაგებულია. ასევე, აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლამ როგორც ჩანს მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გახსნის მაჩვენებლების სიზუსტეზე. მაგალითად 2017 წლის 7 თვეში გახსნის მაჩვენებელი 53,82%-ს შეადგენდა, რაც 2019 წელს 32,28%-მდე არის შემცირებული" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად იხილეთ აქ:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42