"მელიას კანონი არ დაურღვევია, მოქმედებდა კონსტიტუციის ფარგლებში, ვნახოთ რას გადაწყვეტს პროკურატურა და პარლამენტი"- ადვოკატი
პოლიტიკა - 13:12, 11 Sep, 2019     1002
"გაერთიანებული ოპოზიციისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მელიას ტვ.კავკასიაში მისვლით და გადაცემაში მონაწილეობით კანონი არ დაურღვევია.

გიორგი კონდახაშვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ დეპუტატის პირდაპირი მოვალეობაა მიიღოს პოლიტიკურ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა და მათ შორის მივიდეს, ჩერთოს ტელევიზიებს პირდაპირ ეთერში.

"ნიკა მელიას კანონი არ დაურღვევია. პირიქით, იგი მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ვერავითარი აკრძალვა ვერ იმოქმედებს საქართველოს პარლამენტის წევრზე, როცა იგი ახორციელებს პარლამენტარის უფლება-მოსილებებს. მეტიც ნებისმიერი ასეთი შემთხვევა ისჯება კანონით და ეს განმარტებულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ყველაზე მაღლა მდგომი აქტია საქართველოში"- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ მელიას გადაადგილებისა და აქტივობების შესახებ პირადად მან ჩააყენა პროკურატურა საქმის კურსში. ასე მოხდა "კავკასიაში" სტუმრობის წინაც, თუმცა საგამოძიებო ორგანოსგან უარი მიიღეს.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, მოქმედი კონსტიტუციის ჩანაწერი ვერ იქნება დამოკიდებული პროკურატურის კეთილ ნებაზე. ჩვენ 4 სექტემბერს დეტალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, სადაც განვმარტეთ, რომ ვინაიდან მელია მოქმედი პარლამენტის წევრია, იგი აღჭურვილია საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული უფლებება-მოველეობებით და იგი განახორციელებდა ამ უფლებებს, რომელშიც შედის საქართველოს პარლამენტში სიარული, სხდომებზე დასწრება, ამომრჩეველთან შეხვედრა, პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ასე მოხდა გუშინაც პოლიტიკოს უნდა მიეღო ნონაწილეობა პოლიტიკურ გადაცემაში, "ტვ. კავკასიაში", თუმცა ჩვენდა გასაკვირად მივიღეთ უარი პროკურატურისგან, რაც არის დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, ნიკა მელიამ განახორციელა მისთვის მინიჭებული უფლება რაც დარღვევად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რადგან ასეთი რამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია"- თქვა კონდახიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ ნიკა მელიას სტუმრობის საკითხზე უწყება იმსჯელებს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება, მელიას ადვოკატი განმარტავს:

"თუ გადაწყვეტენ, რომ "კავკასიის" ეთერში სტუმრობისთვის საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა დაიჭირონ, მათ უნდა გაიარონ შემდეგი პროცედურა: უნდა მიმართონ პარლამენტს, თანხმობა უნდა აიღონ დაპატიმრობაზე და ამის შემდგომ მიმართონ საქართველოს სასამართლოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყურადღებით დავაკვირდებით, პროკურატურისა და პარლამენტის გადაწყვეტილებას"- დასძინა "ნიუპოსტთან" საუბრიოსას გიორგი კონდახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42