23-26 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციას უმასპინძლებს
პოლიტიკა - 10:30, 11 Sep, 2019     1162

მიმდინარე წლის 23-26 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მასპინძლობს საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის (IMLA) რიგით 26-ე კონფერენციას

საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია - IMLA - აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით. ქართველი ლექტორების ჩართულობა ასოციაციაში ქვეყნის მასშტაბის მნიშვნელობის საკითხია. მონაწილეები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ საზღვაო სფეროში არსებული მიღწევები, პროფესიული გამოცდილება, გამოწვევები, და დასახონ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

IMLA-ს კონფერეცია პირველად ჩატარდა 1980 წელს და ამავე წელს დამტკიცდა წესდება, სადაც მკაფიოდ განისაზღვრა ასოციაციის მიზანი: „განვითარდეს კონტაქტები და თანამშრომლობა ყველა დისციპლინის საზღვაო ლექტორებს შორის; ასევე ჩამოაყალიბდეს პროფესიონალ ექსპერტთა გაერთიანება “.

IMLA-ს კონფერეცია ტარდება ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაო უნივერსიტეტებში. მაგალითად: 2018 წ. მანილა (ფილიპინები), 2016 წ. გალვესტონი (აშშ), 2015 წ. დურბანი (ს.აფრიკა), 2014წ. ქსიამენი (ჩინეთი), 2013 წ. საინტ ჯონი (კანადა), 2012 წ. ტერჩელინი (ჰოლანდია), 2011 წ. ოპატია (ხორვატია) და ა.შ.

ყოველ წელიწადს კონფერენციის ჩატარების მსურველებს შემოაქვთ განაცხადები და კონკურსის საფუძველზე ირჩევა გამარჯვებული ქვეყანა რომელიც უმასპინძლებს კონფერენციას მომავალ წელს.

2018 წელს IMLA-ს კონფერენციის მასპინძლობის კონკურსში გამარჯვებული გახდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

2019 წლის 23-26 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი კონფერენციით ქართული მხარე თავის წვლილს შეიტანს კონფერენციის მიზნების შესრულებაში. ამით ჩვენ გავამყარებთ ჩვენს, როლს ასოციაციის რიგებში და ეს გაგვიხსნის შესაძლებლობას ქართველი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო დონის პროექტებდსა თუ კვლევებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42