„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის არსებული მორიგი დაპირისპირების შესახებ, რის გამოც დეპუტატ შოთა შალელაშვილს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმაც კი მოუწია.
მეტი სიცხადისთვის გეტყვით, რომ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, შალელაშვილსა და სამტრედიის დეპუტატ გრიგოლ მიქელაძეს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ, ბიზნესსაქმიანობის გამო დაიწყო. ამბობენ, რომ მმართველი პარტიის წევრებმა ერთ ბიზნესში ვერ „მოძოვეს“ და მათი გზები გადაიკვეთა.
წყაროს ინფორმაციით, სამტრედიის დეპუტატმა შალელაშვიული ბიძინა ივანიშვიულთან დააბეზღა. ამბობენ, იმასაც რომ "ქართული ოცნების" წევრმა ბიძინა ივანიშვილთან ის ჩანაწერი მიიტანა, რომლითაც ის ამ გარჩევამდე დეპუტატ შალელიშვილს აშანტაჟებდა.
მოკლედ, „სხდანიაკი“ სწორედ შუშის სასახლეში გაიმართა, სადაც ივანიშვილმა 60 წლის შოთა შალელიშვილს ივანიშვილმა საქმე გაურჩია, მიქელაძის მხარე დაიჭირა და პარლამენტის დატოვება უბრძანა.
გავლენიანი წყარო, გვიყვება, რომ შესაძლოა ყოფილი დეპუტატი გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეს.
„ივანიშვილმა შალელაშვილს, როგორც იტყვიან „ყური აუწია“ - გვიყვება წყარო. საქმის სიმძიმეს ადასტურებს ისიც, რომ ამ შეხვედრიდან მალამევე შალელაშვილმა ქვეყანა სასწრაფოდ დატოვა.
„ნიუპოსტი“ ცდილობს გრიგოლ მიქელაძესთან დაკავშირებას, მაგრამ დეპუტატი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შოთა შალელაშვილს კი ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
შალელაშვილი ფრაქცია "მრეწველების" წევრი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის მარტში დატოვა და ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






