"ჩემი კონტაქტების გამოყენებითა და ვიზიტებით აქტიურად ვმუშაობ საერთაშორისო რუკასა და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 21:02, 10 Sep, 2019     753
საქართველოს პრეზიდენტი მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციზე სიტყვით გამოვიდა.


სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის კონტაქტების გამოყენებით, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო რუკასა და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად.

„ეს ოკუპაციის 11 წელი და მძიმე ტრაგედიაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან განიცდის. ხშირად გვავიწყდება, რომ მას წინ უსწრებდა 16 წლიანი ჯერ ღია, შემდეგ კი, გაყინული კონფლიქტები. ბევრი არაფერი შეცვლილა ამ დროის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, ადმინისტრაციული ხაზი განუწყვეტლივ იცვლის ადგილს და გამშვები პუნქტები უმნიშვნელო მიზეზების გამო იკეტება, რაც ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე სოფლებიდან იტაცებენ საქართველოს მოსახლეობას, ითხოვენ გამოსასყიდს და ზოგიერთ შემთხვევაში აწამებენ და კლავენ მათ. ამის მიზეზად კი, ოფიციალურად არარსებული საზღვრის დარღვევა და უპატივცემლობა მოაქვთ“, – განაცხადაზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ახალი, ეფექტური ფორმატის აუცილებლობაზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის უფრო აქტიურ მექანიზმებს შეიმუშავებს, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია, ინციდენტების პრევენციის მექანიზმები კი იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.

„ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია – პოლიტიკურ ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე.

ჩვენ უნდა შევქმნათ ფორმატი კონფლიქტის გადასაწყვეტად და არა მის სამართავად. შესაბამისად, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დეესკალაციის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სადამკვირვებლო საქმიანობა განახორციელოს მთელ ოკუპირებულ რეგიონებში. ამით უნდა დავიწყოთ!

შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოსა კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ნაკლებად ფორმალური პლატფორმის შესაქმნელად, რათა აღვადგინოთ ნდობა და აუცილებელი სივრცე პროგრესისათვის.

მთავარია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, შევქმნათ დინამიკა და თავიდან გავაჩინოთ პერსპექტივა, რათა არ დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი. თუმცა ეფექტიანი დიპლომატია მყარ და რაციონალურ საფუძვლებზე უნდა იყოს დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42