პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რუსეთის დუმის განცხადებას, ეხმაურება. საუბარია სამუშაო ჯგუფზე, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიმართავას შეისწავლის, „ოსების გენოციდის ცნობის შესახებ“.
თალაკვაძე აღნიშნავს, რომ „ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენება ძალიან სარისკოა განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა“.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე - საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლაარა. ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემებისძიება, ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან -- პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდმიგვაჩნია" - აცხადებს თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






