უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე საქართველოსთან მიმართებით მეხუთე მუხლის ამოქმედებას აფასებს.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისს არც ერთი ქართველი არასდროს დათანხმდება.
„საბედნიეროდ, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც არასდროს დადგება. ამ საკითხს რუსეთის გარდა, სხვანაირად არავინ აყენებს. რასმუსენმა ექსპერტის დარგში მოსაზრება შემოგვთავაზა იმის შესახებ, ხომ არ გაიხსნას დისკუსია მხოლოდ მეხუთე მუხლის გავრცელების შესახებ, ანუ, დარწმუნებული ვარ, მხედველობაში იღებდა უფრო ნატო-ში ჩვენი წევრობის დაჩქარებას და ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მოსაზრება და მეტი არაფერი" - აღნიშნა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






