თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე მომდხარი ინციდენტის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს მიმართა და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
"გუშინ ძალიან საინტერესო თეზისები ითქვა და ხაზგასმული იყო, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. მაგრამ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს. საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სხვადასხვა კონცეფციაზე. თქვენ რა კონცეფციას გვთავაზობთ? ეს იყოს დანაკარგების გარეშე და ამან ჩვენთვის არ გამოიწვიოს ახალი ტერიტორიების დაკარგვა და ეს მოხდეს მშვიდობიანად. ბატონო კრამერ, მე თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ. იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის წევრს მიაყენეთ. ბოდიში მომიხადეთ" - აღნიშნა ინაშვილმა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მასალის გამოყენების პირობები






