„როგორც კი რეალური ხდება ნატოს წევრობა, ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ წახალისებული აგენტ-პროვოკატორები აქტიურდებიან და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 16:39, 10 Sep, 2019     1043
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება.

რასმუსენის ამ პოზიციას ნატო-ში გაწევრიანების რეალურ შანსს უწოდებენ პროდასავლურ ოპოზიციაში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მეხუთე პუნქტის დროებითი შეჩერება საქართვლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულებითაც არ ნიშვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, პირიქით ქარდავას თქმით, ნატოს წევრობა, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მექანიზმებით აღდგენის რეალური შესაძლებლობაა.

რც შეეხება დღეს, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ღონისძიებას ჩაშლას შეეცადა და ამის გამო დევიდ კრამერთან დაპირისპირებაც მოხდა, ედპ-ის ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს წევრობის რეალური შესაძლებლობა ევროატლანტიკურ ალიანსში, რუსეთს და მის დასაყრდენ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს საქართველოში აღიზიანებს. ქარდავა ამბობს, რომ ასეთი ძალები სწორედ ივანიშვილის მიერ არიან წახალისებული.

„სულ უფრო და უფრო აგრესიულები და თამამები ხდებიან ქვეყანაში ე.წ. პარტიებს ამოფარებული რუსეთის აგენტ-პროვოკატორები და ეს ლოგიკურიცაა, მათი შეუზღუდავი აქტივობის წყარო ივანიშვილი და მის მიერ დამყარებული მოსკოვიდან მართული რეჟიმია.

ფეიკ-ლოზუნგებით აღჭურვილი თანამედროვე ორჯონიკიძეები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როგორც კი აქტიურდება ნატო და საქართველოსთან მიმართებაში მე-5-ე პუნქტის ამოქმედების დეტალების წინასწარ განსაზღვრა დგება დღის წესრიგში. ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს წევრობა ევროატლანტიკურ ალიანსში რეალური ხდება, რაც ცხადია რუსეთს და მის დასაყრდენ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს საქართველოში აღიზიანებს. სიცრუეა რომ საქართველოს სთავაზობენ ნატოს წევრობას ტერიტორიების გარეშე, საღად მოაზროვნე ნებისმიერმა ადამიანა მშვენივრად იცის, რომ ნატოს წევრობა, უსაფრთხოებასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალური შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მექანიზმებით. ეს არის მოცემულობა და ის, ვინც საქართველოს მეგობრებს კონფერენციებზე უვარდება, სადაც ჩვენს უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხოლო ამავე დროს სამეგობროდ დადის მოსკოვში და ოკუპანტის, ქართველი ერის დაუძინებელი მტრის კეთილგანწყობას ახვევს თავს ქართველებს, ემსახურება რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს და ვნებს ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42