ომბუდსმენის შეფასებით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
"მე ვფიქრობ, კარგი რამ მოხდა, კონფერენციის თეორიულ დისკუსიას "პრაქტიკული სავარჯიშო" შეემატა და ჩვენმა მეგობრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იქცევიან ზოგიერთები, როდესაც რუსულ გავლენებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვიწყებთ ქართველები მსჯელობას, როდესაც, როგორც იქნა, ჩვენმა გავლენიანმა პარტნიორებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის რეალურ პერსპექტივებზე დაიწყეს მსჯელობა... აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად" - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მასალის გამოყენების პირობები






