თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება.
რასმუსენი ამ განცხადება აფასებენ ქართველი ექსპერტები. პაატა გაფრინდაშვილის თქმით, საჭიროა შინაარსობრივი განხილვა იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მწოყობრი ნაბიჯები გადავდგათ წინ და ნატოში გაწევრიანება რეალური გახდეს. მისივე შეფასებით, მეხუთე პუნქტის დროებთ შეჩერება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უარს ამბობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.
„შემოთავაზებულია, რომ მეხუთე მუხლის მოქმედება დროებით შეჩრდეს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან, ანუ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, რაც არ ნიშნავს, რომ ნატო ან ჩვენ, ჩვენივე ხელით უარვყოფთ ტერიტორიულ მთლიანობას, რაც თავისთავად საერთშორისო სამართლის უგულველყოფა იქნებოდა, საერთაშორისო სამართლის პრინციპები რჩება ადგილზე, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპი რჩება ადგილზე, უბრალოდ საუბარია ნატოს ფუძემდებლური დოკუმენტის მეხუთე პუნქტის დროებით არგავრცელებაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ის მოითხოვს შინაარსობრივ განხილვას იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მწოყობრი ნაბიჯები გადავდგათ წინ და ნატოში გაწევრიანება რეალური გახდეს. მაგრამ ამ კომპონენტთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე და მაპის ირგვლივ ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობი შესახებ“ - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






