„ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება, რადგან მან არ მისცა აგრიმანი კანდიდატს, რომელიც გასულ წელს განიხილებოდა“, – განაცხადა კრამერმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში Foriegn Policy-ის ცნობით, საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის დანიშნვას ბლოკავდა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა. აშშ–მა საქართველოში ელჩობის ახალი კანდიდატი, კელი დეგნანს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაასახელა.
რაც შეეხება ზოგადად აშშ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობას, ქრამერს მიაჩნია, რომ აშშ–ის მაღალი რანგის თანამდებობის პირების დღეს საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, თბილისის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება.
„დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, თავდაცვის მდივნის თანაშემწე და სხვა ამერიკელი ჩინოსნები. ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ აშშ–ის აშკარა და ძლიერი ინტერესის დემონსტრირებაა“, - მიიჩნევს კრამერი.
წყარო: accentnews.ge
მასალის გამოყენების პირობები






