"ნუ გადადებთ ანაკლიის პროექტის დასრულებას, ეს იქნება სიგნალა მათთვის ვინც საქართველოს პროგრესის შეჩერებას და დასავლური ორიენტაციის შეცვლას ცდილობს"- ფილიპ რიკერი
პოლიტიკა - 16:56, 09 Sep, 2019     764

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ არ გადადონ ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება.

როგორც ფილიპ რიკერმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე გამაცხადა, ანაკლიის პორტი არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რაც გახდის ქვეყანას რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენისგან დამოუკიდებელს. საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ეს პროექტი, საიდანაც მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებთ.

„მე ზუსტად იგივე პოზიციაზე ვარ, რომელიც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჰქონდა და რომელზეც მან ისაუბრა შარშან ივნისში, აშშ-ში, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. ეს არის მნიშვნელოვანი, ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, თუ გავითვალიწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, ვაჭრობის დიდ ტრადიციას, ჭკვიან და განათლებულ მოსახლეობას, რომელსაც სჭირდება ანაკლიის პორტი. საქართველოს მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს ამ პორტისგან.

წარმატებული შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობს აშშ, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები და ფინანსური ინსტიტუტები, იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს ეკონომიკა და დემოკრატია აქტიურია. ეს იქნება სიგნალი მათთვის ვინც საქართველოსთვის პროგრესის შეჩერებას, ხელის შეშლას და დასავლური ორიენტაციის შეცვლას ცდილობს. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც იქნება რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენისგან დამოუკიდებელი. ეს რჩება ისტორიულ შესაძლებლობად.

არსებობს გაწერილი კალენდარი ამ პროექტის დასასრულებლად და არ გადადოთ. გამოიყენეთ ეს შანსი. გაუსვით ხაზი, საქართველოში არსებულ ბინზესგარემოს და საინვესტიციო კლიმატის სიძლიერეს და გაავრცელეთ ეს გზავნილი მთელ მსოფლიოში. ჩვენ ველოდებით პროგრესს ამ კუთხით და ყველა იმ ელემენტში, რაც აძლიერებს საქართველოს ერთგულებას და ხაზს უსვამს ღირებულებებს, საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და ასევე ევროატლტანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას“, – განაცხადა რიკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42