"გურიის მოამბეს" რედაქტორს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან - შსს-მ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო
პოლიტიკა - 17:08, 09 Sep, 2019     2349

რეგიონალურ ყოველკვირეულ გაზეთ "გურიის მოამბეს" რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელებით შვილების ლიკვიდაციას გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი უკვე 10 დღეა ემუქრება.

„მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“ - „გურიის მოამბის“ რედაქტორს, თეა იოსელიანს ამ შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება ფეისბუკის საშუალებით გამოუგზავნეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ს თეა იოსელიანმა განცხადებით დღეს მიმართა.

დღესვე, შსს გურიის დეპარტამენტში მოხვდა თეა იოსელიანის გამოკითხვა.

როგორც შსს-დან გვაცნობეს, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია სსკ 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

იოსელიანს, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და ეს უკანასკნელი მას, შვილების ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

"გურიის მოამბე"-ს რედაქტორი გარკვეულ მუქარებს, იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეწყვეტდა კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას, ადრეც განიცდიდა, თუმცა შვილების ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარას ადგილი პირველად ჰქონდა.

სწორედ ამან, მისივე თქმით განაპირობა მისი მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკავშირება:

„წერილი 28 აგვისტოს აქვს გამოგზავნილი ჩემთვის უცნობ პიროვნებას. გუშინ საღამოს შემთხვევით ვიპოვე, როცა ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებდი. პოლიციამ დაიწყო უკვე ამაზე გამოძიება. გამორიცხულია, ვინმეს ჩემთან პირადი მტრობა აკავშირებდეს. 16 წელია ჟურნალისტიკის სფეროში ვარ და ძალიან ბევრი კრიტიკული წერილი დამიწერია. ეს ბევრს მოსწონდა, ბევრი ღიზიანდებოდა, მაგრამ, ამდაგვარი ამაზრზენი და მართლაც შიშისმომგვრელი მუქარის შემცველი შეტყობინება პირველად მივიღე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს უკავშირდება ჩემს საქმიანობას და „ფეისბუქ“ აქტივობებს“-გვითხრა იოსელიანმა.

თეა იოსელიანი "გურიის მოამბეში" 2005 წლიდან მუშაობს.

დღეისათვის ის ამ გამოცემის რედაქტორია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42