თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლა უტრეხტში (ნიდერლანდების სამეფო) გაიარეს
განათლება - 16:37, 09 Sep, 2019     2678
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უტრეხტის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) საზაფხულო სკოლაში, რომელიც ხორციელდებოდა უტრეხტის მედიცინის ცენტრის ანატომიის და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ რონალდ ბლეისის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, დავით თოფურიას ხელმძღვანელობით.


სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ თავის, კისრის, გულმკერდისა და მუცლის ანატომიური დისექციის კურსი უტრეხტის სამედიცინო ცენტრში, ანატომიის დეპარტამენტში.

საზაფხულო სკოლაში ყოფნის პერიოდში თსსუ-ის სტუდენტები ინტენსიურად მუშაობდნენ არა მარტო დისექციის ტექნიკის ასათვისებლად, არამედ, კურსის ფარგლებში, სწავლობდნენ ანატომიური აგებულების დეტალურ გარჩევას. თითოეულ სტუდენტს, დამოუკიდებელი მუშაობისთვის, დაურიგდა თეორიული მასალა, რომლის საფუძველზეც, ყოველდღიურად სტუდენტები ამზადებდნენ მოხსენებებს თემატიკის მიხედვით.

ამასთანავე, ზაფხულის სკოლის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ უტრეხტის უნივერსიტეტის ანატომიური მუზეუმი, სადაც გაეცნენ ანატომიური პრეპარატების დამზადების სხვადასხვა ტექნიკას და მუზეუმის ისტორიას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე, უაღრესად საინტერესო იყო უტრეხტის სამედიცინო ცენტრში არსებული დეპარტამენტების მუშაობის სტილის გაცნობა.

პროგრამა წარმატებით დაასრულა თსსუ-ის 75 სტუდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42