ლუბა უსპენსკაიამ ეკა კვალიაშვილს სიმღერა მოპარა - ქართველი მომღერალი სასამართლოში ჩივილს აპირებს
პოლიტიკა - 14:27, 09 Sep, 2019     4260
ინტერნეტში გავრცელდა სიმღერა, რომელსაც რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაია ასრულებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ქართველმა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღშფოთებას ვერ მალავს, რადგან სიმღერა მას ეკუთვნის და მისთვის ამის უფლება არავის უთხოვია. ფაქტია, ეკას უნიკალური ხმით შესრულებული სიმღერები სხვანაირად ჟღერს და ასეთი გრძნობითა და ტექნიკით სხვა ვერ შეძლებს, მაგრამ დიდ რუსეთში რომ მის სიმღერებს მის უკითხავად ასრულებენ, ამ ფაქტს ეწინააღმდეგება. ამბობს, რომ საავტორო უფლებებზე პატენტი აქვს და ამის გამო სამართლებრივ დავას გეგმავს. ეკა კვალიაშვილი: სრულიად შემთხვევით წავაწყდი სოციალურ ქსელში, ჩემს სიმღერას ლუბა უსპენსკაიას შესრულებით. არც უფლება, არც კთხვა, შეიძლება თუ არა... ამ სიმღერაზე, აფანატებს სრულიად რუსეთი. ასე არ შეიძლება. თან, ავტორის სახელი და გვარიც არ აქვს მიწერილი. ყველაფერს საზღვარი აქვს. ალიონა ივანცოვამ დამირეკა და მკითხა: თუ შეიძლება, ეს სიმღერა კორპორატიულზე ვიმღეროო და ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება და კოლეგიალობაა. უსპენსკაიას შემთხვევას კი აუცილებლად გავარკვევ. ამას მე, ეკა კვალიაშვილი, ვამბობ და ამის მერე მთელ მსოფლიოში – დაწყებული საქართველოდან და ჩემი კოლეგებიდან, ჩემთან გაარკვევენ, რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ სიმღერის შესრულება. მე ყველა ჩემს სიმღერაზე საავტორო პატენტი მაქვს დაცული და ამის მერე, მე ვიცი...– თუ გაარკვევ ამ ამბავს, როგორ აპირებ დასჯას სამართლებრივი კანონის დაცვით?– დასჯა, ეს ზედმეტად ხმამაღალი და არაცივილური ნათქვამია, თუმცა, აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას, რა თქმა უნდა, ჩემი უფლებებისა და კანონის ფარგლებში.
წყარო tbiliselebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42