დასავლეთი ივანიშვილს სანქციებს უწესებს? - რაზე ისაუბრეს ევროპელმა პარტნიორებმა მედიასთან დახურულ შეხვედრაზე
პოლიტიკა - 13:55, 09 Sep, 2019     9050
მედია გარემო, 2020-ის არჩევნები და დასავლეთის მოსალოდნელი სანქციები ბიძინა ივანიშვილს - ეს ის თემებია, რომლზეც თბილისში მიმდინარე ეკონომიკური პოკლიტიკის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომფერენციამდე მედიასთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
2 დღიან ფორუმზე უცხოელი დელეგაციის წევრები იმყოფებიან.

შეხვედრაზე იმყოფებოდა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელმაც ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დახურულ აუდიენციაზე საერთაშორისო პარტნიორებიდან დაისვა საკითხი ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესების თაობაზე.

გვარამია ამბობს, რომ სწორედ სანქციები შეიძლება გახდეს იმის გარანტი, რომ ივანიშვილმა მედიაზე ზეწოლა შეწყვიტოს.

"ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. ჩვენ არ ვკარგავთ დემოკრატიის ბოლო ნიშნებს, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას. ბოლო რუსული დანიშვნები ამის ნათელი მაგალითია. იდევნება ყველა დასავლური მედია რომელიც არსებობს და იხსნება. ამის მთავარი წამალი დასავლეთის მეტი ჩართულობაა. მე ვიტყოდი უფრო მკაფიო და ხისტი ჩართულობა ამ პროცესებში.

ივანიშვილს კრიტიკული მედიის შეეშინდა და ხურავს, მთავარი რისიც უნდა ეშინოდეს ეს არის დასავლეთი და დღეს უკვე იყო საუბარი უცხოელებისგან მათ შორის სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც ყველაზე ეფექტურ ხერხზე"- განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებში არის განწყობა იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

"ამაზე სულ უგრო მეტი ექსპერტი და ანალიტიკოსი საუბრობს. ეს იდეა უკვე კიდია ჰაერში, რომ შესაძლოა კარგი იდეა იყოს, რომ ივანიშვილი გარკვეული სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს. რადგან მის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით ბერკეტი აღარ არსებობს. მან ყველაფერი დაიქვემდებარა, პროკურატურიდან დაწყებული, სასამართლოთი დამთავრებული. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთი წელი ჩვენ, დამოუკიდებელ მედიას გვქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა"- აღნიშნა ჯანგირაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42