“მე თვითონ შევიტან გირაოს, ვემორჩილები თქვენს პოზიციას” – ნიკა გვარამია გირაოს იხდის
პოლიტიკა - 23:28, 08 Sep, 2019     2597

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ხვალ გირაოს გადაიხდის - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

მოკლედ, ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა.

ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი Paata Iakobashviliით დაწყებული, გადარეული Nanuka Zhorzholianiთ დამთავრებული. ტელევიზიაში თითქოს ყველაფერი გამოდის, წესრიგშია, მაგრამ სადღაც იქ, ალარმის წითელი ნათურა მაინც ჩართული აქვთ. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით ჩუმად, კიდე რაღაც და კიდე რაღაც და მამუნათებენ, ამხელა საქმე გააკეთე და უაზრო ახირებას როგორ უნდა გადააყოლო საქმეც და ამდენი ადამიანიცო.

ცალკე ჩემი ადვოკატი და სრული ნდობის კაცი Dito Sadzaglishvili მეუბნება, მე გადავიხდი, ფეხებზე მკიდია, შენ რას იზამ, საქმეს ღუპავ სულელურუ ახირებითო.

ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიაებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება.

ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. სწავლის თავი არ მაქვსო, იძახის, ვერაფერზე ვერ ვკინცენტრირდებიო. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.

მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება" - წერს ნიკა გვარამია.



ნიკა გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა .






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42