"ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ახალგაზრდები გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო" -
პოლიტიკა - 19:14, 08 Sep, 2019     972
აქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თავდაცვის ძალები გახდეს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი.

ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ამავდროულად ეს არის ძალიან საპატიო და საამაყო თანამდებობა. მე ვიტყოდი, რომ არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ჯარს. მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები. მე მივდივარ მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავდაცვის ძალები გახდეს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი. ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი. ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა უკეთესი პირობები მათთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, უკეთესი სოციალური პირობები მათთვის და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათ ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება დაპირებული რეფორმები.

"მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ჯარი უნდა გახდე ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე საამაყო ადგილი. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნებ მზად რომ ემსახუროს ჩვენს სამშობლოს. მეორე მიმართულება იქნება სამხედრო ინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადაყვანა და განვითარება" – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42