„პატრიოტთა ალიანსის“ „ქართული ოცნების“ დასახმარებლად კონტრაქციით იმუქრება
პოლიტიკა - 16:40, 08 Sep, 2019     1974
რას ემსახურებოდა ემზარ კვიციანი მიერ რუსთაველზე აქციის დაანონსება და რისთვის ამზადებს პატრიოტთა ალიანის საკუთარ მხარდამჭერებს?

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ჯერ კიდევ ორი დღით ადრე დაიწყო რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზება პარლამენტის შენობასთან კონტრაქციის მოსაწყობად, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ხელისშეშლას. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ის თავად შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ახდენდნენ ხალხის ჩამოყვანის მობილიზებას, მათ შორის აჭარის რეგიონიდან, სამარშრუტო ტაქსებით.

რას შეეხება ემზარ კვიციანის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას, ცხადია მისი ეს განცხადება აღნიშნული გეგმის ნაწილი იყო. ამ წუთისთვის პატრიოტთა ალიანისის წევრები სპორტის სასახლეში არიან შეკრებილი, იქ არიან სწორედ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები , რომლებიც ექსპრომტად დაანონსებული აქციისთვის, ფაქტია დედაქალაქში, მაგალითად აჭარიდან ჩამოსვლას ვერ მოასწრებდნენ.

თუმცა წინასწარ დაგეგმილ აქციას უარყოფს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი. ის ამბობს, რომ სპორტის სასახლში ღონისძიება დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. თარხან-მოურავის და მისი პარტიის წევრების მოთხოვნაა, შეწყდეს კოჰაბიტაცია და დაისაჯოს ბოკერია და სააკაშვილი.

"აქცია და რამე მსგავსი დაანონსებული არ იყო, საიდან მოიტანეთ ტელევიზორს არ უყურებთ? 10 დღის განმავლობაშ ტელევიზიით ვლაპარაკობ, რომ 8-ში იქნება აქცია სპოირტის სასახლეში , 15-ში იქნება აქცია რესპუბლიკის მოედანზე, 22-შიც იქნება ალბათ ფილარმონიაში და მთელი გეგმა არის ამ აქციები . ამას ვლაპარაკობ 10 დღეა ტელევიზიით“ - ამბობს თარხან-მოურავი.

რაც შეეხება ემზარ კვიციანის მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ამბობს, რომ მას ეს ფაქტი არ უნახავს.

„არ ვიცი არ მინახავს, თვითონ ემზარს ჰკითხე, შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს ბოკერია, სააკაშვილი და მათი მხარდამჭერები დიდი ხანია" - ამბობს თარხან-მოურავი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42