„დიახაც რაც არუნდა ეცადოთ და ხელი შემიშალოთ ჩემი სიტყვის წარმოთქმაში ჩვენი ბრძოილა გრძელდება და კიდევაც გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ, მაგრამ თქვენი ადგილი რჩება ისტორიის უბნელეს მხარეს, თქვენი ადგილი რჩება ციციანოვ-ერმოლოგთან, თქვენი ადგილი რჩება ცხაკაია-ორჯონიკიძესთან, თქვენი ადგილი რჩება როდიონოვ-ლებედთან, თქვენი ადგილი რჩება გავრილოვ-პუტინთან, თქვენი ადგილი რჩება ჩახალიან - სკრილიკოვთან, თქვენი ადგილი რჩება ივანიშვილ - გახარიას ანაბარა გრძელდება საქართველოს ისტორია და თქვენ ამ ისტორიაში, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ საკუთარი თავის როგორობა. თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში არ არის ნათელ და სწორ ადგილას, თქვენი ადგილი არ არის მორალურად სწორ მხარეს. რა თქმა უნდა, თქვენი ადგილი ისტორიაში იქნება მაგრამ სხვა ადგილას, რომლის თაობაზე მე უკვე ვისაუბრე. დიახ, თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავრი ანტიგმირები ხართ თქვენ დღეს და ეს, არ უნდა გეწყინოთ, მეც ბედნიერი ვიქნებოდი ამ სიტყვების წარმოთქმის აუცილებლობა რომ არ მქონოდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






