„ქვეყანაში 90-იანი წლების სქემები დაბრუნდა და ყალბი დღგ-ეების კომბინაციით ქვყნის ბიუჯეტი ასეულობით მილიონი ლარით დაზარალდა,“ - ამის შესახებ პარლამენტში, სადაც ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა დაამტკიცონ, მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა, ისნის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„საბაჟო ტერმინალებიდან ტექნიკა იკარგება; პოლიტელიტა ყოველდღიურად მდიდრდება; კლანური მმართველობა იზრდება; ჩვენი მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი ღარიბდება; ამიტომ მაინტერესებს, როდესაც პრემიერობის კანდიდატი სამართლიანობაზე საუბრობს, რა იგულისხმება სამართლიანობაში: სამართლებრივი დასჯა თუ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს და უფრო და უფრო ღრმავდება?
რაც შეეხება ყალბი დღგ-ეების და 90-იანი წლების კომბინაციებს, როდესაც ქვეყანაში ასეთი სქემებია ამუშავებული, დაკავებულია თუ არა რომელიმე თანამდებობის პირი?“ - კითხა ჭიჭინაძემ პრემიეორბის კანდიდატ გახარიას.
მისივე თქმით, ყველამ კარგად ვიცით, რრომ ასეთი რაღაცები „ზემოდან მფარველობის“ გარეშე არ ხდება.
„საქმეს კი ასრულებენ ასე: მსგავს სქემებში მონაწილე რომელიმე ადამიანი, საპროცესო გარიგებით, გამქრალი ასობით მილიონის სანაცვლოდ იხდის ერთ-ორ მილიონს და მორჩა.
ამას გარდა, რამდნიმე თვის წინ, ერთი მეწარმის თხოვნით, მივმრთე საბაჟოს. ტექნიკა ჰქონდა შემოყვანილი და წელიწადნახევარი პასუხი არ აღირსეს. ბოლოს, მე მიპასუხეს, რომ თურმე, ეს შემოტანილი ტექნიკა მოუპარავთ და შსს მოკვლევას აწარმოება, ანუ, რა ხდება, რას ვემსგავსებით, სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ თუ რა ხდება?!“ - კითხა დავით ჭიჭინაძემ გიორგი გახარიას.
მასალის გამოყენების პირობები






