საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმართ მოსახლეობის განწყობას აფასებს და ამბობს, რომ ხალხში ბევრი პოზიტიცია დაგროვებული.
"მოსახლეობასთან შეხვედრები გვიჩვენებს, რომ ძალიან ბევრი პოზიტივია დაგროვილი, განწყობებია ამაღლებული, თუმცა ისეთი საკითხები, როგორიცაა ლარის კურსი, როგორიცაა გათვიცნობიერება იმ პოზიტივებსა და სახელმწიფო პროგრამებში არის ძალიან დაბალი", -განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დასრულების ორი გზა არსებობს, ერთი ოპოზიციის ხედვა, როცა "ყველას ციხეში კლავდნენ და აწამებდნენ" და მეორე ქართული ოცნების გზა "პოზიტიური საქმიანობა.
"სწორედ, მეორე არის ჩვენი სტრატეგია და ხედვა, სითბო, სათნოება, თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული დაპირისპირება, ეს იქნება ჩვენი სტილი დამამთავრებელ წელს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






