ისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაისმება ყველა კითხვა, რაც ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.
"კომიტეტის წევრებს, პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ სრულად შესაძლებლობა, უზრუნველყონ შეკითხვების დასმა და დეტალურად გავესაუბროთ თითოეულ კანდიდატს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელ კანდიდატს ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, მომდევნო სამი დღის ვადაში საკითხის განსახილველად სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, კომიტეტის წევრებს უნდა დაეგზავნოს შესაბამისი მასალები, რის შემდეგაც რეგლამენტით მოსმენების დაწყებაა გათვალისწინებული.
"არასოდეს არავინ იცოდა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით ხდებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნომინირება, არავინ იცოდა კონკრეტული სახელები და გვარები, ვერ ისმენდნენ თითოეული მათგანის ხედვას, დამოკიდებულებას იმ საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანეს პოზიციასთან, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ჩვენ ეს შესაძლებლად ვაქციეთ და საზოგადოებას მონიტორინგის საშუალება მივეცით" – აღნიშნავს დეპუტატი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი 4 სექტემბერს კენჭისყრის შედეგად შეარჩია.
მასალის გამოყენების პირობები






