ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ პენსიები - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 16:33, 07 Sep, 2019     3454
ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრისას გიორგი გახარიამ საპენსიო რეფორმისა და მიმდინარე პენსიების შესახებაც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ საპენსიო რეფორმის შედეგებამდე, რომელიც გრძელვადიანი რეფორმაა, მიმდინარე დროშიც შესაძლებელია პენსიების გაზრდა და საბიუჯეტო რესურსები ამის შესაძლებლობას იძლევა. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი აქტიურად იმუშავებენ სავალუტო ფონდთან, რათა საერთაშორისო ვალდებულებების ფონზე მთავრობამ მოახერხოს პენსიების ზრდის გრძელვადიანი სისტემის დანერგვა, რომელიც ეკონომიკურ ზრდის პროპორციულად მოხდება.



,, დღეს არსებობს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, პენსიონერები, რომლის წინაშეც სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება. ბიუჯეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ პენსიები. თუმცა, კიდე უფრო მნიშვნელოვანი არის უფრო ფუნდამენტური სისტემური ცვლილება და მათი საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული წესების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ ვეცდებით აქაც გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, თუმცა გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები და იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ ჩვენი პოზიციის დაცვას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, ვეცდებით ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა არ იყოს პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან. ეს არის საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი - ეს იქნება პრინციპების დონეზე გარკვეული წესების დანერგვა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პენსიონერების წინაშე და ვთვლი რომ ამ თემით ჩვენ პარლამენტს დავუბრუნდებით ბიუჯეტის დამტკიცების ფარგლებში '', - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42