"თითოეული მოქალაქე ჩვენს საქმიანობას აფასებს კონკრეტული შედეგით და გვინდა, რომ ინიციატივების ნაცვლად უფრო ბევრი ვილაპარაკოთ კონკრეტულ საქმეებზე" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 14:36, 07 Sep, 2019     628
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ფრაქციებს ხვდება. სხდომის დაწყებისას, გიორგი გახარიამ დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

„ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საშუალებისთვის, რომ მოგმართოთ თქვენ ამ სტატუსით დღეს, ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა ასევე, მადლობა გადაგიხადოთ იმ კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც ვიცი, რომ გაიმართა ჩემს კოლეგა მინისტრებთან და იმ შინაარსობრივი საუბრებისთვის, რომელმაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა. გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი იქნება ასახული პროგრამაშიც და ჩვენს ხვალინდელ შეხვედრაშიც. მე დღეს მინდა ერთმნიშვნელოვნად მოკლედ გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, რომ დღევანდელი ჩვენი დისკუსიის ნაწილიც ასევე აისახება ჩვენს ხვალინდელ საპარლამენტო მიმართვაში. ჩვენ ვთვლით, რომ უკეთესია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვილაპარაკოთ კონკრეტულ ქმედებებზე. საერთოდ, მინდა, ასევე, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთლიანად ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი. ჩვენ, კოლეგებო, ერთად ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შედეგიანი, წარმატებული ინიციატივა გვქონდა, ძალიან ბევრი კარგი ახალი პროგრამა გვქონდა, თუმცა, ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ეს წელი აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული ქმედებების, ეფექტურობის და შედეგიანობის წელი. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე ჩვენს საქმიანობას აფასებს კონკრეტული შედეგით და ჩვენ გვინდა, რომ ინიციატივების ნაცვლად უფრო ბევრი ვილაპარაკოთ კონკრეტულ საქმეებზე. ეს მიდგომა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი და ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ შემოგთავაზოთ, რაც შეიძლება მალე გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და კონცეპტუალური, შინაარსობრივი საუბარი მოხსენების სახით განვაგრძოთ ხვალ პლენარული სხდომის ფარგლებში. ასე რომ მოუთმენლად ველი თქვენს შეკითხვებს, დიდი მადლობა,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42