სახალხო მოძრაობა „ტრრიბუნას“ დამფუძნებელი, ისნის რაიონის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭნაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატების პროგრამაში სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარდა, ყველაფერრია წარმოდგენილი.
„ვხედავ, რომ ხალხი გააღატაკეს, ფული გააძვირეს და საკუთარი მატერიალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზად არიან, ეშმაკსაც კი შეეკრან. ყველამ ვიცით „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური აქტივები: „M კვადრატი“, რუსთავის „აზოტი“, „ევექსი“ და უამრავი სხვა, ანუ კანონი ირღვევა და ჩნდება გონივრული ეჭვი, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო?
თუ ყალბი დღგ-ეებით 300 მილიონი ასე ნაწილ-ნაწილ იპარებოდა ამ ქვეყანაში და ხელისუფლება არ იმჩნევდა, ან ვერ მიხვდნენ, მაშინ სულ მცირე, სამსახურებრივი გულგრილობისთვისაა ნახევარი ფინანსთა სამინისტრო დასაჭერია.
საერთოდ, დღეს ბანკები ადვილი ფულის შოვნთ არიან დაკავებულნი და არც კი აინტერესებთ ბიზნესის, მით უმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსება.
სავალუტო კურსი კი პირდაპირაა მიბმული სავალუტო სპეკულაციებთან. ამიტომ ვეკითხები ეკონომიკურ გუნდს: ბანკები ბლუმბერგზე აძლევენ თუ არა ერთმანეთს ინფორმაციას მომავალი კურსის ტენდენციებთან დაკავშირებით? ან თუ პარამეტრები არაა გაუარესებული, მაშინ რატომაა ლარის კურსი ასეთ მდგომარეობაში?!
სულ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი წვლილი ლარის გაუფასურებაში ის სპეკულაციაა, რასაც ბანკები მიეჩვივნენ და რასაც მხოლოდ მათი მოგების გაასმაგება მოაქვს და არა - გარეშე ან ეკონომიკური ფაქტორებს.
აი, ამაზე უნდა ეზრუნა მთავრობას და არა - სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენაზე. ამიტომ ჰგავს სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებას მინისტრების თუ მინისტრობის კანდიდატების ყველა გამოსვლა, ანუ ეკონომიკას რეალურად, სჭირდება გაზრდა და არა - ციფრებში და მანიპულაციებში.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენ ერთი ეტაპი გავიარეთ და ავკრძალეთ არაპროფილური საქმიანობა, რის შემდეგაც უნდა გაგვეგრძლებინა ამ კანონის მიღება, სადაც იქნებოდა იმ მმართველი რგოლის და დამფუძნებლების სია, რომლებსაც არ ექნებოდათ არაპროფილურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს რომ ბოლომდე მიგვეყვანა, არც ასეთი საუბარი გვექნებოდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არც მითიური „თიბისი კონსორციუმი“ იქნებოდა შექმნილი და არც მთელი მსოფლიოს წინაშე მოგვეჭრებოდა თავი, რომ თურმე, პოლიტიკური დაპირისპირების გამო ვერ ხორციელდება ეს პროექტი.
ისე, მაინტერსებს, „საქართველოს ბანკთან“ მიმართებაში რატომ არ ხდება აქცენტირება მის არაპროფილურ საქმიანობაზე?
მოკლედ, ამ მოცემულობით, რომლითაც დღეს ოპერირებენ, ბანკები არასოდეს დაუჭერენ მხარს არანაირ ბიზნესს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი, სახელმწიფოს მხარდაჭერა, მხარში დგომა, ფინანსური ხელმისაწვდომობა სჭირდება და არა - მარტო დეკლარირებისთვის ჩაწერა პროგრამაში.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ბატონ მაჭავარიანს კი მინდა ვკითხო, რატომ მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 20 წლის წინანდელი, ჩამოწერილი 25 მილიონი დოლარის გადახდა და რატომ არის ეს გასაიდუმლოებული?! საუბარია ვალზე, რომელიც ყველა ხელისუფლებამ აღიარა, როგორც შევარდნაძის კორუფციული ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება გარკვეული კომპანიის მიმართ. დღეს კი, ხელში მაქვს საქართველოს მთავრობის 2015, 2016 და 2017 წლის განკარგულებები, „რაიფაიზენ“ ბანკსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტების შესახებ. ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა სამინისტრო ფულს უყოფს იუსტიციის სამინისტროს და, დაახლოებით, 65 მილიონი ლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტიდან.ვის სასარგებლოდ მოხდა ეს გარიგება?
პრინციპში, ყალბი დღგ-ების პირობებში არც ეს არის გასაკვირი. ეტყობა, ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართულმი ამ ამბებში, რომ ფინანსთა სამინისტრო ორი წლის განმავლობაში ვერ ჩაერია საქმეში,“ - აცხადებს ჭიჭნაძე.
მასალის გამოყენების პირობები






