"ბრალდება არის სრულიად დაუსაბუთებელი" - პროკურატურამ კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს ბრალის დადგენილება გააცნო
პოლიტიკა - 20:36, 06 Sep, 2019     1390
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის დაფინანსების საქმეზე არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას ადვოკატს და "ინტერმედია პლუსის" დირექტორს, ზურა იაშვილს ბრალის დადგენილება გააცნო.


იაშვილი აცხადებს, რომ ის ბრალს არ ეთანხმება.

„ბრალს არ ვეთანხმებით, ჩავიბარეთ მასალები და გავეცნობით. „ინტერმედია პლუსის“ ყველა ფინანსური ოპერაცია ყველა ტრანზაქცია არის კანონის შესაბამისობაში. არ ვიცი, რას ვუკავშირებ საქმეს“, – ამბობს იაშვილი.

კახა დამენიას ადვოკატის, ბექა ბასიალაიას თქმით, დამენია ჯანმრთელობის პრობლემების გამო საქართველოში არ იმყოფება.

„ბრალდება არის სრულიად დაუსაბუთებელი, დამენია სამედიცინო მიზნებით იმყოფება თურქეთში და ამაზე გამოძიება ინფორმირებულია, არც დამენიას და არც იაშვილს გამოძიების გამოცხადებისთვის არც ერთხელ თავი არ აურიდებიათ. პასუხი არის, რომ „ინტერმედია პლუსის“ ყველა ოპერაცია არის გამართული და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ბოლო თეთრამდე ანგარიშსწორებული. დამენიას ნაწილში ედავებიან გაფლანგვას და ბრალში წერია, რომ გაიფლანგა მიუღებელი თანხებიო და სამართლებრივად ეს არის ნონსენსი. რაც შეეხება იაშვილის ბრალდებას, წარდგენილი ბრალდება კომერციულ მოსყიდვას შეეხება და ვინ მოისყიდა ერთი ჩვენებაც კი არ არის და როგორ შეიძლება განეხორციელებინა ვინმეს მოსყიდვა, როდესაც იგივე კომპანიები ახდენდნენ სარეკლამო დროის გაყიდვას წინა წლებშიც და შემდგომ პერიოდშიც. იგივე კომპანია ახდენდა „ტელეიმედის“ რეკლამების გაყიდვას შემდგომ პერიოდში, ასევე აბსურდია ყალბი დოკუმენტის დავა, რადგან თანხა ბანკშია შესული და შეუძლებელია ეს დოკუმენტი გაყალბებულიყო“, – აცხადებს ადვოკატი.


შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს. „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება ტელეკომპანიის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42