საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავს
პოლიტიკა - 19:45, 06 Sep, 2019     1462
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.



"ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ — საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის” ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო.

ეს არის მიზანმიმართული ქმედებები და წარმოადგენს პროცესების ერთიან ჯაჭვს, რომლის ერთ-ერთი მიზანია, გვიბიძგოს ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ. ეს არის ფუჭი მცდელობა, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. შიდა ადმინისტრაციული საზღვარი არ საჭიროებს არავითარ დაზუსტებას.

ასევე შემაშფოთებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა, რაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლებას, სრულ იზოლაციაში აქცევს საქართველოს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ამწვავებს მათ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

მსგავსი ნაბიჯები იწვევს მხოლოდ ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისაკენ და პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებების ფორმატებში, იქნება ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები თუ მის ფარგლებში მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიიღოს ქმედითი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობით ხელი შეუწყოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და დესტრუქციულ ნაბიჯებზე და ქმედითი ზომები მიიღოს მათ შესაჩერებლად. – ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42