პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში შეხვედრა იმართება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას, რომელიც „20 ივნისის აქციის“ დარბევისას შს მინისტრის პოსტს იკავებდა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა. მისი თქმით, გახარიამ თავისი ქმედებებით თავის გვარს საშინელი დამღა დაასვა, რადგან გახდა ახალგაზრდების დარბევის და დასახიჩრების მთავარი მოქმედი პირი:
“როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია“- ამ ტექსტს დაივიწყებს საქართველოს მოსახლეობა თუ თქვენ საერთოდ წახვალთ ქართული პოლიტიკური სარბიელიდან. თუ არადა გარწმუნებთ, თქვენ ისეთ ტალღაზე ხართ მოსული, გიორგი გახარია არ უნდა ბიძინა იმისთვის, რომ თავისი კეთილი საქმეებით რამენაირად ეს საშინელი სიმღერა ჩამოირეცხოს და არ დაუტოვოს თავის გვარს სამუდამო დამღად. პირიქით იმ გზით უნდა რომ ატაროს რა გზითაც ეს სიმღერა შეიქმნა. წყევლად დაუტოვებთ თქვენ თქვენს გვარს ამ სიმღერას, ვისაც ქართული სიტყვის ფუძეებად დაშლა შეუძლია, საოცარი გვარია, ოღონდ ეს საოცარი გვარი თქვენი მოქმედების შედეგად შეიძლება საშინელი დამღის ქვეშ აღმოჩნდეს.“- მიმართა კაკო ბობოხიძემ გიორგი გახარიას.
მასალის გამოყენების პირობები






