„2020 წლისთვის ბიძინამ თოფიანი კაცები შემოიკრიბა.... არ გამოვა ასე... მოვიდა თქვენი დიდი კეტით გაყრის დრო“
პოლიტიკა - 15:17, 06 Sep, 2019     1070

სამთავრობო ცვლილებებს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.

„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ მილიონერი, რუსეთის მოქალაქე გახარია პუტინის მძევალია ივანიშვილის გასაკონტროლებლად და ბრძანებაც მისი გაპრემიერების შესახებ ჩრდილოეთიდან გაიცა.

​ხალხს ვერ მოატყუებთ, მარტო გახარია არ ყოფილა "გავრილოვის ღამის" მთავარი შემოქმედი და ტყვიაც სოლოლაკელის ბრძანებით ისროლა.

​გომელაურს კი მონური ერთგულება და სიჩუმე დაუფასა ბიძინამ. სოლოლაკის ციხე-სიმაგრე შიგნიდან გაგებზარათ, ყველამ ყველაფერი იცის.

​ღარიბაშვილის შსს მინისტრობას გაზაფხულიდან აანონსებდნენ და ჰოი საოცრებავ, თურმე “თავდაცვისუნარიანობის” ისეთი ინსტინქტი აღმოჩენია, რომ სასწრაფოდ უკრეს თავი ჯარის უფროსად.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ასეთი ბჟუტური. რა ტყვია-წამლის ქარხნის ამშენებელი ხარ ბიჭო, ტყვიის გულა და ვაზნა ვერ გაგირჩევია. იმ დაპირებული 100 საწარმოდან ეგ იქნება მეასე ალბათ ხომ? 99-ის ბოლმა და ბუღმა ხო გაგვგუდა მთელი საქართველო და ეგ მთლად დაგვახრჩობს.

​ისე, ბიჭუნა მინისტრს კანონიც რომ წაგეკითხა, სჯობდა. არცერთ ოკუპირებულ ქვეყანაში მსგავსი ქარხანა არ შენდება. მაგრამ თქვენ ხომ ოკუპაციას არ აღიარებთ, მაგას თქვენთვის „დედა“ რუსეთის თანადგომა ჰქვია.

პიარშიც მონდომებია ღარიბას მაგარი ბიჭობა. საბავშვო ბაღიდან დავიწყოთ ჯარის პოპულარიზაციაო. ბაგადან ჯობია, დამიჯერე.

18-დან 50 წლამდე მამაკაცებიც დაუთვლია თან და აი ბერა ბიძინიჩს რო ამოაგდებს თქვენი სუპერ პროგრამა რეზერვში განსამწესებლად, აი მანდ კი დაგერხევა.

ისე მთელი მინისტრთა კაბინეტი, თქვენი პრემიერიანად კი ეტევით მაგ ასაკობრივ შუალედში და ეგებ წასულიყავით პირველები, იქნებ ერთი თვე მაინც დაისვენოს ამ ქვეყანამ თქვენი სისულელეებისგან. ეჰ, მგონი ერთი მოქეიფე კაცი უფრო დიდხანს იჯდება სუფრასთან, ვიდრე, შენ მოგიწევს ჩემო ღარიბ მინისტრის მაგ სკამზე ჯდომა.

სხვა სამინისტროთი გართობილიყავი, თუ სახლში ვერ ისვენებდი, ჯობდა. მაგალითად ეკონომიკის, დღეს რომაა, იმაზე მეტად ვეღარ დააქცევდი ჩვენს ეკონომიკას. ისე ქოცებო, გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ. სირცხვილი არაა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყოს და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარი?!

კია და იცით კიდეც, მაგრამ თქვენ ხომ სიმართლისთვის სოლოლაკელი გსჯით, თან სასტიკად და აბაროგორ აღიარებთ საკუთარ გულებშიც კი.

არ გამოვა ასე და ვერც გამოვა. ხალხს ვერ მოატყუებთ, სანამ დრო გაქვთ მიეფიცხეთ შემოდგომის მზეს, მოვიდა თქვენი დიდი კეტით გაყრის დრო.

#ჩვენმაინცგავიმარჯვებთ!

#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!

#ოქრუაშვილიპოლიტპატიმარია!“ - წერს გურამ ჩალაგაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42