„4 დღეა სისტემამ გაჭედაო ამბობენ, ბუნებრივია ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა შესვლა. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა, მაგრამ ყველანი იმათგან, ვის სახელზეც გავაკეთებინეთ საშვები, არ ვართ პარლამენტთან. მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. გუშინ გვიან ღამე გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა, ღამის ორისკენ. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა, მეოთხე დღეა "სისტემამ გაჭედა" და ორშაბათს დაიწყო ეს ჭიდაობა.
ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 78 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის ორ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს.“- წერს შოთა დიღმელაშვილი ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






