დღეს საქართველოს პარლამენტში საპარლალმენტო ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობას გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის უნდა მოესმინა, პარლალმენტს გარეთ შეკრებილი იყვნენ 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მოქალაქეები. იქ იმყოფებოდა მაკო გომური, რომელმაც სპეცრაზმელების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიით თავლი დაკარგა. მაკო გომურს, რომელზეც ოპოზიციამ პარლამენტის საშვი დაუშვა, სხდომაზე დასწრება სურდა, თუმცა ის პარლამენტში არ შეუშვეს. გიორგი გახარიას ნაციონალურმა მოძრაობამ 5 წუთი მისცა დრო, მიეღო გადაწყვეტილება და სხდომათა დარბაზში მაკო გომურის და დაზარალებული მოქალაქეების კითხვებისთვის მოესმინა, თუმცა პრემიერობის კანდიდატმა ეს არ ისურვა. პროტესტის ნიშნად კი ნაიცონალურმა მოძრაობამ გახარიას მოსმენა აღარ ისურვა და სხდომა შეწყვიტა.
"ამ ქვეყანაში კანონი და კონსტიტუცია აღარ არის? გაგვაგებინეთ, ქვეყანა აღარ გვაქვს?... თქვენი კეთილი ნება უნ და იყოს, რომ ეს ადმიანები აქ შემოვიდნენ, თუ რაომე სინდიდსი მაინც გაქვთ დარჩენილი, პირადად, თორემ ივანიშვილს სინდის არ აქვს... ქალბატონი მაია იღიმებოდა აქ... სირცხვილია ქალბატონო მაია, უყურებთ ამ ადამიანებს და იღიმებით..." - მიმართ თიკა ბოკუჩავამ მთავრობის წევრებს.
მასალის გამოყენების პირობები






