"ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და რეალობას თვალი გაუსწოროს"- გიორგი გახარია
პოლიტიკა - 13:39, 06 Sep, 2019     955

პრემიერ-მინისტრობის კანდიდტი გიორგი გახარია ისევ ოპოზიციას ესხმის თავს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუეა.

გახარია ამბობს, რომ ენმ-მ მაკო გომურის სახელი გამოიყენა.

"ველოდით, რომ ეს სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ. თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩეველსაც და ინსტიტუტებს. ამიტომ მოვედით ჩვენ აქ. ჩვენი ამოცანაა მათ ამომრჩეველთან საუბარი პირველ რიგში. ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომურიც. მათ უბრალოდ მოიტყუეს, როცა თქვეს, რომ ეს ადამიანი არის აქ. ეს არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ ისინი წლების განმავლობაში სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას"- განაცხადა ჟურნალისტებთან გახარიამ.

მისი თქმით, მათი მიზანი "ამ სიცრუის დასრულებაა".

"ნაციონალური მოძრაობა მოდელირებული რეალობით ცდილობს რადიკალიზაციის გაზრდას და რაღაც რევოლუციური განწყობების მოლოდინების შექმნას. რაც უბრალოდ შეუძლებელია. 20 ივნისს, როდესაც ადამიანები მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამდნენ, ზოგოერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისევე პოლიციელები. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება იმ შედეგებით დათრგუნული, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ. სიმართლეა, რომ ჩვენ გვყავს ორი ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლეა ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და რეალობას თვალი გაუსწოროს"- თქვა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42