"ნაცვლად იმისა, რომ განსასჯელის სკამზე ყოფილიყვნენ, ეს ადამიანები გვევლინებიან ხელისუფლების სათავეში, ეს არის მსვლელობა ავტორიტარული რეჟიმისკენ" - რომან გოცირიძე გახარიას მთავრობაზე
პოლიტიკა - 12:26, 06 Sep, 2019     556

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში შეხვედრა იმართება, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით ესწრება. ენმ-ს გადაწყვეტილებით მათ ივანიშვილის მთავრობასთან შეკითხვები არ აქვთ და შეხვედრის მიზანი მათთვის იმ დანაშაულების შეხსენებაა, რომელიც იმ ადამიანებმა ჩაიდინეს, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ დაწინაურებას უპირებს:

„ვინ არიან ის დამნაშავეები, რომლებსაც ჯერ კიდევ მფარველობს ივანიშვილი და ნაცვლად იმისა რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ განსასჯელის სკამზე ეს ადამიანები გვევლინებიან ხელისუფლების სათავეში. ვინ გასცა ბრძანება და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელმწიფოს გზით. 20 ივნისის შემდეგ საქართველოში მოხდა იმდენი დანაშაული, რომ ეყოფოდა ერთ დიქტატორს მრავალი წლის განმავლობაში. რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, ოქრუაშვილის სახით ციხეში, ნიკა მელია არის შინაპატიმრობაში. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე,, რ2 დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს სანუკვარი ოცნება. აგრძელებთ მედია საშუალებებთან ბრძოლას. ბიზნესი დაატერორეთ, ტიბისი ბანკის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად შინა პატიმრობაშია, გააჩერეთ ანაკლიის პორტი. და კულმინაცია ადამიანები რომლებმაც პასუხი უნდა აგოს ამ საქმეებზე თურმე ქვეყანა უნდა მართონ.“- განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ამ დანაშაულებების გაგრძელებაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაც.

„რა შეიძლება ამას ვუწოდოთ თუ არა პირდაპირი მსვლელობა ავტორიტარული რეჟიმისგან. ივანიშვილმა ისე დაალაგა, რომ თქვენ ქვეყნის გადასარჩენად მომზადებული ჯგუფი კი არა , პოლიციური სახელმწიფოს საარჩევნო შტაბი ხართ“- მიმართა გოცირიძემ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრობის კანდიდატებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42