პრესკონფერენციას ბანკის დამფუძნებლების ქართველი ადვოკატის, ზვიად კორძაძის გარდა, ორი უცხოეული ადვოკატიც დაესწრება. ერთ-ერთია სტივენ ქეი, რომელიც 60 წლიანი გამოცდილების მქონე ბრიტანელი ადვოკატია. წლების განმავლობაში ქეი, ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივნის პოსტს იკავებდა.
ვინსენტ ბერგერი, ასევე მრავალწლიანი გამოცდილების ადვოკატია საფრანგეთიდან. ბერგერი წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ასევე, იყო ევროსაბჭოს ექსპერტიც. .
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია რომ პროკურატურამ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ მისიების წარმომადგენლები სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრაზე დიპლომატები პროკურატურის მიერ, დაქირავებული ორი უცხოეული ექსპერტის, მოშე ლადორის და პოლ კოფის მომზადებულ დასკვნას უნდა გაცნობოდნენ, რომელიც მათ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მოამზადეს.
მასალის გამოყენების პირობები






