„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრას არ აპირებენ.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის ბოიკოტირებას განაგრძობს.
„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტს, არ დავესწარით საკომიტეტო განხილვებს. ასევე არ გვექნება ხვალ ფრაქციის ფორმატში მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნებოდა მორიგი რუტინული გასაუბრება და შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, ქვეყანაში არაფერი ხდება და ვამტკიცებთ მორიგ მთავრობას. არადა, არის საგანგაშო, განსაკუთრებული ვითარება. ჩვენ ფაქტობრივად ხელისუფლებაში მოგვიყვანეს გავრილოვის მთავრობა. ამიტომ პროტესტის ასეთი ფორმა, ზურგის შექცევა, თუ შეიძლება უხეშად ვთქვათ, არის სწორედ ღირსი ამ მთავრობის“, – განაცხადა გოცირიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს პროტესტი გაგარძელდება სულ და ყველგან – პარლამენტშიც და ქუჩაშიც.
მასალის გამოყენების პირობები






