„2019 წლის 8 თვის ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია“ - ივანე მაჭავარიანი
პოლიტიკა - 19:51, 05 Sep, 2019     565

2019 წლის 8 თვის ფაქტობრივი მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება.

„1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალური პროექტების დაფინანსების ნაწილში შესრულება შეადგენს 2 038,0 მლნ ლარს, რაც 628,0 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, მეტწილად ობიექტური მიზეზების გამო, გვექნება გარკვეული აუთვისებლობები, ვფიქრობ, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება. აღსანიშნავია, რომ ათვისების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია არამხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ მუნიციპალიტეტებში, სადაც გასულ წელთან შედარებით გვაქვს 40%-იანი ზრდა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა იმ მუნიციპალური პროექტებისთვის, რომელთა დასრულება დაგეგმილი იყო 2020 წელს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტების შესრულების მაღალი ტემპის გათვალისწინებით მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42