"რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა"- ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:13, 05 Sep, 2019     899
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში გაერთიანებულ კომიტეტებთან შეხვედრისას ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა:


“ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდა იყო, 19.1%.

წელსაც ჩვენ ველოდებოდით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს, მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, მოგეხსენებათ, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასუხისმგებლო, პოლიტიკური ძალების მიერ რადიკალურად შეცვალეს პირველ რიგში ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და უკვე ივლისის თვეში ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თითქმის 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, დაკარგა მცირე ბიზნესმა, დაკარგა ჩვენმა ოჯახებმა, მცირე სასტუმროებმა და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ახლა ვუმკლავდებით.

მთლიანობაში სტატისტიკაში ასახული უკვე 7 თვის ტურიზმის ზრდის მაჩვენებლები რადიკალურად შემცირდა და სულ 2%-ით გაიზარდა, ნაცვლად იმ მოლოდინისა, რაც ჩვენ გვქონდა 20%-ზე მაღალი ზრდის. მთავრობა აქტიური ძალისხმევით და ანტიკრიზისული ღონისძიებებით ამ პროცესებში დროულად ჩავერთეთ და მოვახერხეთ ნაწილობრივ მაინც შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება, თუმცა სრულად ამის ნეიტრალიზაცია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იმიტომ, რომ არამარტო ტურიზმი, არამედ მომიჯნავე სფეროებიც დაზარალდა. მაგრამ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ და ამას ცხად ჰყოფს სტატისტიკაც, რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და უფრო ხელშესახები იქნებოდა.“- განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42