შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილზე საუბრობს. მან თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს მიმართა: "რატომ არ მეკითხებით, ჩატაევის მოკვლაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას?".
"მისი (ჩატაევის) ოჯახის წევრებიც საუბრობდნენ, ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგი გერმანიაში. გავაიგივებ რადგან მათი გუნდის წევრი იყო (თემირლან მაჩალიკაშვილი), მაგრამ ეს ბავშვი იყო ჩათრეული..." - ამბობს გომელაური.
მისივე განცხადებით: "მე როცა ვარ პატრულის თანამშრომელი ან სპეცრაზმელი, იქ არ ვეკითხები არც მინისტრს და არც ხელმძღვანელს, რომ შევდივარ მე ოთახში ტერორისტი იქნება თუ კრიმინალი, როგორ უნდა გამოვიყენო იარაღი. მე მაქვს ჩემი კანონი, ვესროლო თუ არა. მე რომ გავისვრი მე უნდა ვაგო პასუხი და არა ჩემმა მინისტრმა. სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას"- თქვა მინისტრობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები






